15 მაისი, 2018

სოფო ბათილაშვილი – ჯადოსნური გოგო

სოფო ბათილაშვილი - ჯადოსნური გოგო18 წლის მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილეა. სოფო ჟიურიმ და მაყურებელმა თავიდანვე მოიწონა და რაც გადაცემის პირდაპირი ეთერები დაიწყო, მომღერალმა უამრავი ერთგული მსმენელი გაიჩინა.

სოფოს გამოსვლებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მის მიერ ქალაქური სიმღერების ტურში შესრულებული სიმღერა “იაგუნდი”.

თუმცა არანაკლები მოწონება დაიმსახურა სოფოს მიერ ქართული მულტფილმების ტურში ნამღერმა გია ყანჩელის “ჯადოსნური კვერცხმა”, რის გამოც მას მსმენელმა ჯადოსნური გოგო უწოდა.