12 მაისი, 2018

“რა მარაზმია ეს?” – ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"რა მარაზმია ეს?" - ხელოვანები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე სპეცრაზმმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელოვანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

პეტრე კოლხი, პოეტი:
“კვირაზე მეტია კლუბურ ნარკოტიკზე ვწერ… კვირაზე მეტია ჩვენი ქალაქი მკვდართა საცხოვრებელს დაემსგავსა… რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ვიღაცის ინტერესით გავრცელებულმა საწამლავმა… იცი რა გამახსენდა?! ცხენს ვერ მოერივნენ და უნაგირს ამტვრევდნენო… თუ სათავეში იქნებიან ამ ყველაფრის რეჟისორები, რა აზრი აქვს შენაკადების გაწმენდას, თუ მთავარი მდინარე სათავიდან ბინძურდება!..
დროა მთავრობა ქულების ჩაწერის მიზნით უნიჭო სპექტაკლების დადგმას მოეშვას და ნამდვილი გამოსავალი ეძებოს!..”

ანა ყიფიანი, პიანისტი:
“მე, რომელიც ძალიან იშვიათად ვწერ საჯარო პოსტებს… გულწრფელად ვისურვებდი, რომ ის “ერთიანობა” და “პროტესტი”, რაც დამხვდა აქ, იგივენაირი ყოფილიყოს საქართველოსთვის ბევრი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემის მიმართაც…
ლონდონში, სწავლა შეაჩერეს და მიტინგები მოაწყვეს სტუდენტებმა იმიტომ, რომ უნივერსიტეტის პროფესორებს შეუკვეცეს ხელფასი და შეუმცირეს მომავალი საპენსიო განაკვეთი… თავისუფლების სახელის გამოყენება მხოლოს ერთ ასპექტში… რა ვიცი აბა…
მე, რომელოც ბასიანზეც დავდიოდი, გალერიშიც და ჯანსაღი, თავისუფალი გართობის მომხრე ვარ.

ნატალი ვეფხვაძე, მომღერალი:
“რატომაა ჩემი ქვეყანა ამ დღეში? რატომ დროულად არ აღიკვეთა მსგავსი რამეები და არ იზრუნა ხელისუფლებამ იმაზე, რომ ახალგაზრდებს კაიფი ნარკოტიკში ან სხვა უვარგის რამეში კი არა, სამყაროს სიკეთეში ეპოვათ. გული მტკივა.”

ნატალია ქუთათელაძე, მომღერალი:
“სოლიდარობა ყველა თბილისის ღამის კლუბს! გამსაღებლები სამუდამოდ ციხეში! ხოლო ვისაც ამ სპექტაკლის გჯერათ, ცოტა მეტი ლოგიკა არ გაწყენდათ…”

თამთა ჭელიძე, მომღერალი:
“ეს ყველაფერი რა საჭირო იყო… ვაიმე, სად ვცხოვრობ.”

მიშო სულუხია, მომღერალი:
“შსს-ს, სახელმწიფოს მთავარ ბირთვს, პირველად მიეცა შანსი ქვეყნის წინაშე სინთეთიკური ნარკოტიკის წინააღდეგ ბრძოლა გონივრულად დაეგეგმა და განეხორციელებინა, თუმცა ამ სამარცხვინოდ ჩასვრილი ოპერაციის გამო რამდენი წელი მოუწევთ მათ მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ბოდიშის მოხდა, მხოლოდ ღმერთმა უწყის…. დღეს ყველანი აქციაზე!”

ნიკოლოზ ლაგვილავა, მომღერალი:
“ეს ყურადღების გადასატანი სპექტაკლები გამოვლილი გვაქვს უკვე, ვიცით… კლუბში ბარიგაც შევა, პუტანკაც, პროფესორიც და მრავალშვილიანი დედაც. ეხლა გაიგეს კლუბებში რა ხდება… ქვეყანა ჩამორღვეულ ნიფხავს რომ დაემსგავსა, ამას მიხედეთ ამას! ტოჟე მნე ბასიანის ბრძოლა რა…”

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:
“8 ნარკორეალიზატორი სხვაგან ვერ დაიჭირეს?! სირცხვილი და თავის მოჭრა! პარლამენტთან 3 საათზე!”

დუტა სხირტლაძე, მსახიობი:
“რა მარაზმია ეს? თქვენ თვითონ თუ მოგწონთ, რასაც აკეთებთ?!”

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:
“1. ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას და ბარიგების დაჭერას მეც ვემხრობი, უბრალოდ არა ასეთი ფორმით! ახალაიას სპეცნაზის შევარდნა მახსენდება ხალხით სავსე კაფე ნიკალაში!
2. წუხანდელიდან მოყოლებული, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერის განცხადებას ველოდები ყველაზე ძალიან და მოლოდინი მაქვს რომ, პროტესტის რაღაც ფორმა თვითონაც უნდა ჰქონდეს, იტყვის თუ არა, მთავარი ეგაა.
3. მსმენია, რომ გუდაურშიც მაგრად ჩაჰქონდათ და ასაღებდნენ წელს ნარკოტიკს, ამიტომ სეზონზე თხილამურებიან სპეცნაზს ველოდები. იქნებ იქაურობაც დავაფრთხოთ და დავტოვოთ ტურისტების გარეშე.
4. ძალიან უხერხულია ტურისტებთან.”

ანიტა რაჭველიშვილი, მომღერალი:
“არა ჩადებას და არა ძალადობას! ორი აზრი არ არის ამაში! მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ საზღვრის გადმოწევა, ჰესების მშენებლობა, ხალხის გატაცება მტრის მიერ, კიბოსგან სიკვდილი და ათასობით დაავადებული ადამიანი კორპუსების შენებისა და ხეების ჭრის გამო, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების პრობლემები და რუსეთის გუბერნიად კვლავ გადაქცევის საშიშროება უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და, აი, სწორედ ეს საკითხები უნდა გვაერთიანებდეს! ყველაფერში უკუღმართები ვართ!”

ჯაბა კილაძე, მსახიობი:
“ისევ ძალადობრივი მეთოდი! ისევ სპეცნაზის შევარდნაა! ისევ საკუთარი ხალხის დაშინება! ყველა მთავრობა თავის უსუსურ მიდგომას ამით ავლენთ!”

ნინო მუმლაძე, მსახიობი:
“ყოჩაღ! დღევანდელი ღამე დიდებული დაბრუნების აღმნიშვნელია!”

ეკატერინე ანდრონიკაშვილი, მსახიობი:
“რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი! ახალგაზრდებს დაერიეთ?! ხვალ ყველა გარეთ ვიქნებით! თუ გამსაღებლებს აკავებთ, დააკავეთ, სხვებს რას ერჩით?! რა მარაზმი სუფევს?! ან რა ფორმაა?!”

თამაზ ორაშვილი, პროდიუსერი:
“სამი რევოლუციის მონაწილე ვარ, ახლა კი კულტურული რევოლუციის მონაწილეები გავხდით… მაგარი ბედნიერი ვარ… ამას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა… ოქროს თაობა გვყვავს, მაგათ კი ვენაცვალე… ღამის პირველი საათიდან გათენებამდე ფეხი არ გაუდგიათ…. მაგარი შეცდომა დაუშვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.”

გიორგი ნაკაშიძე, მსახიობი:
“ეს ვითომ პრევენცია, ამათმა ლოხებს აჭამონ, სააფთიაქო ნარკომანიას, რომელიც 24 საათი ერის ჯანსაღი ნაწილის გათიშვით და მოდუნებით და მიზანმიმართული გაყუჩებითაა დაკავებული, ამისთანა ვინ კრიშავს, რომ ასეთი რაოდენობითაა, გაბაგამა, ბაკლოსანი, კლონაზეპამი, დიაზეპამი ამპულებში, შემოყრილი უკონტროლოდ, ჯერ იყო და მიშას დროს კოდეინი, პლიუს ეს დაუდგენელი სამომავლო უკუსვენების მქონე პრეპარატებთან იყიდებოდა, მიშამ თუ არა მერაბიშვილმა თუ არ იცოდა, ლოხია ესე იგი, მაგას ვინ ჭამს, მერე აქტიფედი მიქსტურა, ტაბლეტები, რისგანაც მეტამპეტამინი მზადდებოდა, (ჩვენში ვინტი) კუსტარული მეთოდით, რაც ასჯერ უფრო მავნეა, ვიდრე მართლა სუფთა მეტამპეტამინი, ვინაიდან სულ ცოტა ამ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან მის სინთეზირებას, ქიმიკოსი და პედანტი სჭირდება, რომელიც ლიჟბი რამე დაირჭოს, მენდელეევის ტაბულას და ზუსტ მეცნიერებას არ ცნობს.”

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:
“ამით რა გააკეთეს ვითომ? ეს საქართველოა! ბანანების სახელმწიფო! ნეტა მართლა რამე შეეძლოთ და ნამდვილ დამნაშავეებს აკავებდნენ, მაგრამ უბრალო ხალხზე იარაღის მიშვერა და ბლატაობა უფრო მარტივია! ძალიან სუსტი ნაბიჯი იყო სახელმწიფოს მხრიდან! ღამის ეკონომიკამ დღეს ჩაიკუკა! დიდი ქაქი გააკეთა! მიუღებელი ფორმა! საეჭვო!”

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:
“ანუ არ უნდა დაეჭირათ? სად უნდა დაეჭირათ, ამაშია პრობლემა? როგორ უნდა დაეჭირათ? კლუბის პრესტიჟი და სახელი დაზარალდა? კლუბები ხომ ამბობდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ ხდება რეალიზებაო? ამბობდნენ, რომ თუ ასეთი რამე ხდება, სხვაგან იყებენ და მერე მოდიან კლუბშიო. თუ ეს დადასტურდა გამოდის რომ მათ ტერიტორიაზე იყვნენ რეალიზატორები, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.
კოლბაში არ ვცხოვრობთ და რამენაირად ვხვდებით სად, რა და როგორ ხდება. რეალიზატორი უნდა დაიჭირო კლუბშიც, სახლშიც, ეკლესიაშიც, საფლავშიც და ტრ..შიც!
დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, ვისაც შეხება არ აქვს ამასთან (ნარკოტიკებთან მე ასეთს ბევრს ვიცნობ), მაგრამ უყვარს კლუბური კუსიკა. ვგულშემატკივრობ ნებისმიერი მიმდინარეობის განვითარებას. მაგრამ თუ ეს განვითარება რამენაირად მაინც უკავშირდება იმას, რაც ხდება საერთოდ, ნუ განვითარდება, არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ ეს.
ამ პოსტს საკამათოთ არ ვწერ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია!! უბრალოდ უკიდურესობები გვჭირს ნებისმიერი მიმართულებით. არ შეიძლება იმაზე ვიკამათოთ, რაც კარგად არ ვიცით. ფაქტია ხალხი გვაკვდება ხელში და ჩვენ გვკიდია იქამდე, სანამ ჩვენი ახლობელი არ აღმოჩნდება მათ რიცხვში.
პ.ს. მხოლოდ კლუბებში არ ხდება ეს.”

სანდრო მიკუჩაძე, მსახიობი:
“ყველაფერ საშინელებასთან და “ნაგავთან” ბრძოლას გავამართლებ, მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, ეს არის (განვითარების, ახალგაზრდობის, შემოქმედების და თავისუფლების დეგრადაცია და პირდაპირი მნიშვნელობით სულში ჩაფურთხება) ალბათ სულ სხვა რაღაც გინდოდათ, მაგრამ გამოაცხეთ ამხელა ყ… რაზეც პასუხი გექნებათ გასაცემი არა მარტო იმ ადამიანებთან, რომლების გუშინ დააკავეთ, არამედ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანთან. სირცხვილია მთელი მსოფლიოს არტისტები და არა მარტო, თვალს ადევნებენ და აშეარებენ ამ ყველანაირად ჭუჭყიან ქმედებას.”

რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი:
“ნარკობარიგის ადგილი ციხეშია და ნუ წაიღეთ ტვინი!”

ტორესა მოსი, მწერალი:
“საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, თავზე დაგვახიეს დემოკრატიაც, დამოუკიდებლობაც და თავისუფლებაც. თავზე დაგვახიეს ბოლო 20 წლის წარმოუდგენელი მსხვერპლის ფასად მოპოვებული ყველა ღირებულება. არაფორმალური მმართველობა, პოლიციური რეჟიმი, უსამართლო სასამართლო და ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული წუხანდელი აქტები – ესაა პუტინის რუსეთი, მათი ცხოვრების წესი და მათი “ღირებულებები”. ახლა მნიშვნელობა არ აქვს ვის ხელში იქნება ძალაუფლება. ახლა წყდება მთავარი საკითხი: გაიფორმებს საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბოსტნად ამ ქვეყანას, თუ შევძლებთ ზღვარი გავუვლოთ და შევაგუოთ იმ აზრს, რომ ეს თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყანაა და მისთვისაც კი არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავა. თუ ასე არ მოხდა, თუ ბოლომდე თავზე დაგვახიეს ყველაფერი, მაშინ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალი წლით ვემშვიდობებით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და საქართველო კიდევ ერთხელ ხდება რუსეთის გუბერნია. ესაა და ეს. კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტება. ნებისმიერ ფასად უნდა დავამარცხოთ.”

ქრისტინე მარტიაშვილი, მომღერალი:
“ერთი რამ არ მესმის, უფრო სწორედ ბევრი, მაგრამ! ამდენ ბარიგა-ქიმიკოსებს და დამნაშავეებს რომ უშვებდნენ ციხიდან, რისთვის?! ტომი და ჯერის თამაშობენ დაუსრულებლად? მაპატიე ჩემო ქვეყანა, როგორ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ როგორ მაძულებენ შენ თავს. ესე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ სადმე შორს გადასახლებაზე! აქ შვილები როგორ გავზარდო?! ესეთ აგრესიაში და ანარქიაში?! გული მტკივა. როგორი ჩამოუყალიბებელი ერიც არის, ისეთი მთავრობა და სახელმწიფოა! ყველამ საკუთარ თავში ვეძიოთ დამნაშავე! გული მტკივა და აზრები მერევა. სერიოზულად განვიცდი ჩემი ქვეყნის ბედს. არ მინდა არსად წასვლა! ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება და ნუ მაიძულებთ! ნუ გვაიძულებთ!”

გიო მგელაძე, რეჟისორი:
“ბარიგები სახლებში რომ დაგეჭირათ?! და ასეთი ამბავი არ აგეტეხათ?!”