ახალგაზრდა რეჟისორი დათა თავაძე გერმანიაში მიიწვიეს. ქალაქ კარლსრუეში მან დრამატურგ დავით გაბუნიასთან ერთად სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” დადგა. მათთან ერთად სპექტაკლზე კიდევ ერთმა ქართველმა – კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა, რომელმაც წარმოდგენისთვის მუსიკა დაწერა.
სპექტაკლი “ვეფხვი და ლომი” კარსლრუეს თეატრის და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. მისი პრემიერა 6 მაისს კარლსრუეს თეატრშია დაგეგმილი. სპექტაკლი კარლსრუეში ევროპული კულტურის დღეების ღონისძიებების ეგიდით იქნება წარმოდგენილი.