10 მაისი, 2018

“გრიგოლ ორბელიანის სასახლეს მიეცეს ის დატვირთვა, რასაც ისტორიულად იმსახურებს”

"გრიგოლ ორბელიანის სასახლეს მიეცეს ის დატვირთვა, რასაც ისტორიულად იმსახურებს"– იმის მაგივრად, რომ კულტურული მემკვიდრეობები აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ, პირქით ხდება… გავუფთხილდეთ ისედაც მისამართარეულ ფუნქცია შეცვლილ ძეგლებს რაც დაგვრჩა! – ამ ინიციატივით რეჟისორი მაია კიკაბიძე გამოდის:

“რატომ უნდა გახდეს გრიგოლ ორბელიანის სასახლე პრეზიდენტის? მით უმეტეს, რომ ავლაბარში არსებობს პრეზიდენტის სასახლე, რომელიც საპრეზიდენტოდ გათვლილია მისი არქიტექტურით და რადგან ბოლშევიკების მიერ ორბელიანების სასახლემ სხვადასხვა დატვირთვის ადმინისტრაციული შენობის სტატუსი მიიღო, უნდა გავაგრძელოთ იმ ყოფის რეგულაციები? დიდი შეცდომა მაშინაც იყო, ამერიკის საელჩო რომ ფუნქციონირებდა იქ და იმის მაგივრად, რომ კულტურული მემკვიდრეობები აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ, პირიქით ხდება.

სასახლე ცნობილია ისტორიული დატვირთვით, სადაც იკრიბებდა მე-19 საუკუნის ყველა გამოჩენილი მოღვაწე და იქ იქმნებოდა საზოგადოებრივი აზრი. ხომ შეიძლება ჩვენი მომავალი უკანასკნელი პრეზიდენტი დარჩეს ავლაბრის რეზიდენციაში, ისედაც 4 წლით გვეყოლება და მორჩა და ორბელიანების სასახლეს მიეცეს ის დატვირთვა, რასაც ისტორიულად იმსახურებს.

გავუფთხილდეთ ისედაც მისამართარეულ ფუნქციაშეცვლილ ძეგლებს რაც დაგვრჩა! რას გვაძლევს პრეზდენტის გადატან გადმოტანა?”