Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯაბა კილაძე: “მე ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვარ!”

ჯაბა კილაძე: "მე ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვარ!"– ბოდიში, თუ ჩემი ნააზრევით ვინმეს ვერ დავაკმაყოფილებ, მაგრამ ჩაიხედეთ თქვენს თავებში ღრმად და მიხვდებით, რომ ესეა! – აცხადებს მსახიობი ჯაბა კილაძე:

“ამ ადამიანებმა… ვის მიმართაც საზოგადოების ნაწილი იყო საშინლად აგრესიული, ეძახეს ბარიგების დამცველი! ქართველობის წამრთმევი! დასაწვავად და ციხეში ჩასაყრელად გამეტებულები მეტიც, რო მიეშვით ქუჩაშიც დახვრიტავდით, მოახერხეს ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა ამ ტერიტორიაზე ოდესმე მომიტინგე პატრიოტებმა.

დიახ, ამ ადამიანებმა ყველას მისცეს მაგალითი, როგორი ფორმით შეიძლება გააპროტესტო შენი თავისუფლების მიმართ წამოსული დაუმსახურებელი აგრესია და სადამსჯელო ღონისძიება! მაგალითი მისცეს, როგორ უნდა უპასუხო შენივე თანატოლებისაგან წამოსულ გინებას და პროვოკაციას!

პროტესტის სწორმა ფორმამ გამოიწვია ხელისუფლებისაგან აქამდე არ მომხდარი ფაქტი, რაც თავისთავად პატივისცემას იმსახურებს და განასხვავებს ყველა მისი წინამორბედის საქციელებისაგან და ისინიც მაგილითი გახდებიან სხვებისთვის, რომ შენს ხალხს უნდა მოუსმინო და არა ურტყა დუბინკა!

მე ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვარ და მონაწილე, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელიც არა ვინმეს ან რამეს კონკრეტულს, არამედ ჩვენს თავისუფლებას ვიცავ და იმ თავისუფალ საქართველოს, სადაც განურჩევლად სქესის! რელიგიის! ორიენტაციის! კანის ფერის! რაღაცნაირი პრიჩოსკის, თუ საყურის ადამიანები ვიცხოვრებთ ერთად!

დიახ, იმიტომ იომეს 9 აპრილს, რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ თავის აზროვნებაში და დაემარცხებინათ დოგმატური ჩამპალი საბჭოთა დადგენილი წესები! დაამარცხეთ თქვენში რადიკალურიი სიმპტომები, აგრესია, მოწოდებები ვინმეს განადგურებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს გემოვნებაში არ ჯდება! ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ქვეყანას! საქართველო ყველა ჩვენთაგანის არის… იქნება და ვერ შეცვლით, მხოლოდ ხელს შეუშლით როგორც წარსულში რადიკალურმა ზომამ ფატალურ შედეგამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა!

ბოდიში, თუ ჩემი ნააზრევით ვინმეს ვერ დავაკმაყოფილებ, მაგრამ ჩაიხედეთ თქვენს თავებში ღრმად და მიხვდებით, რომ ესეა!”