Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფო ბათილაშვილი: “ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში”

სოფო ბათილაშვილი: "ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში"მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა. სოფო 18 წლისაა და სტუდენტია. იგი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში. მეტი ჰაერი მჭირდება, იმდენი, ჩემს სილაღეს, სიგიჟეს და სიყვარულს რომ ეყოს. ჩემს, ჩვენს საქართველოში ბევრი ჟანგბადი და პროგრესული ცხოვრების წესი მინდა, გვინდა, გვჭირდება…

ბარიგებს ეგრე არ იჭერენ!

ნარკოტიკის არც მომხმარებელი ვარ, არც გამსაღებელი და არც ღამის ცხოვრება მიზიდავს – მაგაში არაა საქმე.

საქმე რაშია – ჩვენი თაობა ძალადობასა და სხვა სიპარპაშეებზე თვალს რომ არ დახუჭავს, მაგაში.

გეყოთ რაც იცხოვრეთ სიბნელეში, ახლა ჩვენ გვაცადეთ ვცადოთ განათება.”