Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე

ნანი ბრეგვაძე პოდიუმზე81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე სიახლეებს არ უშინდება. ხელოვანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება სიმღერას მიუძღვნა, ახალი პროფესია შეიძინა და საკუთარი ძალები პოდიუმზე, მოდელის ამპლუაშიც მოსინჯა.

მომღერალმა მონაწილეობა მიიღო დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექციის შემოდგომა-ზამთარი 2018-ის ჩვენებაში. მან ახალგაზრდა მოდელებთან ერთად პოდიუმზე გაიარა და თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დათუნას ჩვენება ულამაზესი შავი კაბით დახურა.