Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ირიაო” ევროვიზიას გამოეთიშა

"ირიაო" ევროვიზიას გამოეთიშა“ევროვიზია 2018”-ის მეორე ნახევარფინალში 18-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და მათგან ფინალში მხოლოდ 10 ქვეყანა გადავიდა.

ნორვეგია, რუმინეთი, სერბეთი, სან მარინო, დანია, საქართველო, რუსეთი, მოლდოვა, ნიდერლანდები, ავსტრალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ლატვია, შვედეთი, მონტერნეგრო, სლოვენია და უკრაინა – ამ ქვეყნების კონკურსანტებმა იმღერეს ევროპელი მსმენელისთვის და რჩეულთა შორის მოსახვედრად ყველაფერი გააკეთეს.

მეორე ნახევარფინალიდან ფინალში მოხვდნენ – სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია, ნიდერლანდები.

პირველი ნახევარფინალი 8 მაისს გაიმართა. 19 ქვეყნის ალბანეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ისრაელის, ლიტვის, სომხეთის, ავსტრიის, ხორვატიის, კვიპროსის, ფინეთი, მაკედონიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და შვეიცარიის კონკურსანტებიდან ფინალში გადავიდნენ – ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

ევროვიზია 2018-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.