Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილიკო სუხიშვილის კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართულ ცეკვაში

ილიკო სუხიშვილის კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართულ ცეკვაშიილიკო სუხიშვილი თავის მოცეკვავეებთან ერთად არ წყვეტს ექსპერიმენტებს და მაყურებელს კლასიკურ ქართულ ცეკვებთან ერთად გათანამედროვებულ ვერსიებსაც სთავაზობს.

“ქართული ცეკვა” – ასე დაარქვა ახალ პროექტს ქორეგორაფმა, სადაც თანამედროვე ელექტრონულ მუსიკასთან ქართული ცეკვის ილეთების ინტეგრაცია მოახდინა.

სწორედ ამიტომ ცეკვას, რომელიც ილიკო სუხიშვილმა ელექტრონული მუსიკის თანხლებით წარმოადგინა “ტრანფორმაცია” უწოდა.

როგორც ქართველებს სჩვევიათ ყველა სიახლის კრიტიკა, ილიკო სუხიშვილიც ახალი წამოწყების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, თუმცა ხელოვანს კრიტიკის არ ეშინია და მიაჩნია, რომ კლუბში ელექტრონულ მუსიკაზე ქართული საცეკვაო ელემენტებით ცეკვა აბსოლუტურად შესაძლებელია.