Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ექვთიმე თაყაიშვილი: “ეგ მინდა გითხრათ, ახალგაზრდებო!”

ექვთიმე თაყაიშვილი: "ეგ მინდა გითხრათ, ახალგაზრდებო!"– გულისთქმას მიჰყევით. ეცადეთ, არ გაფანტოთ ნიჭი და სამშობლოს გამოადგეთ! – ასე მიმართავდა ახალგაზრდობას ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი 1918 წელს:

“არ ვუწონებ დიდ თაობას, თავის ჭკვაზე რომ უნდათ ახალგაზრდების მოქცევა. მე-14 წელში ვიყავი გადამდგარი, ჩემ მიერ სწავლის გაგრძელება ბიძაჩემსა და ჩემ სიძეს არ ეპიტნავებოდათ. ერჩივნათ სოფლის მწერალი ვყოფილიყავი, რადგან შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. მე ცივი უარი ვუთხარი, ვერც სოფლის იდილიით გამიტაცეს და ვერც უსახსრობამ დამჯაბნა!

ეგ მინდა გითხრათ, ახალგაზრდებო, რად უნდა აკეთოთ ის რაც სხვას უნდა თქვენ მაგიერ?! გულისთქმას მიჰყევით.. რა იცით, რომ დამეჯერებინა, რამდენი ძეგლი დაგვრჩებოდა აღმოუჩენელი. ეცადეთ არ გაფანტოთ ნიჭი და სამშობლოს გამოადგეთ! მით უმეტეს, ტფილისის უნივერსიტეტის დაარსება სულ უფრო და უფრო გიახლოვდებათ. ეს საქმე თქვენთვის კეთდება, ამ საქმეს უძღვნა თავი ივანემ, საქართველო, უმადლოდე მას!”