Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ერლომ ახვლედიანი: “პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა”

ერლომ ახვლედიანი: "პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა" მწერალი ერლომ ახვლედიანი ცხოვრების მთავარ ხიბლს უბრალოებასა და გულწრფელობაში ხედავდა. მისთვის არ იყო პოპულარობა განსაკუთრებული მოვლენა – მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა და ბევრი შემოქმედი დაუღუპავს კიდეც.

ერლომ ახვლედიანი:

“თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს, გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა! შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას.

ნუ დაისახავ მიზნად, იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია. შენ არ უნდა ეცადო, რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი.

შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა, ლახვრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუპავს პოპულარობას.

თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე…”