Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით – მურმან ლებანიძე

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით - მურმან ლებანიძედილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით…
თოვდა, თოვდა… რა კარგია თოვა…
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა..
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, – მთვრალი ვარო, მითხრა,
გავაბოლეთ, – გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა…
მე ვუთხარი, – ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა…
თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა, თოვდა… რა კარგია თოვა…
რა კარგია – რა ბევრი და ცოტა…
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!