6 მაისი, 2018

მოუსმინეთ თენგიზ არჩვაძეს 

მოუსმინეთ თენგიზ არჩვაძეს – წარსული წარსულს ჩაბარდა, დღევანდელობას ყოფა ჰქვია…
მომავალი, კაცმა არ იცის, როგორი იქნება… მგონი, სასიკეთო პირი არ უჩანს, – ამბობს მსახიობი თენგიზ არჩვაძე:

“ძველი თბილისი, კაცობა, კაიყმობა, ურთიერთპატივისცემა და გატანა ერთი და იგივეა. ადრე თბილისში მცხოვრები კაცი არასოდეს იტყოდა, თბილისელი ვარო, იგი ქალაქელს უწოდებდა თავს.

ქალაქად მოიხსენიებდა თბილისს პერიფერიაში მცხოვრებიც, რადგან ქალაქის ცნება მხოლოდ თბილისს ეკუთვნოდა. იყო ქუთაისიც, თელავიც, ფოთიც, სოხუმიც, ბათუმიც და გორიც, მაგრამ ქალაქი მხოლოდ თბილისს ერქვა და ეს იმიტომ კი არა, რომ, ვთქვათ, ქუთაისი ან სხვა დანარჩენი, ქალაქი არ იყო, არა, მაშინ სიტყვა დედაქალაქს არ ხმარობდნენ და ქალაქი სწორედ რომ დედაქალაქს ნიშნავდა.
იმ ქალაქს – გულიანს, ნაღდს და საოცრად ლამაზს, თავის ჭრელაჭრული უბნებით და გულღია ქალაქელებით, მართლაც ვერ ვივიწყებ!

…წარსული წარსულს ჩაბარდა, დღევანდელობას ყოფა ჰქვია…

მომავალი, კაცმა არ იცის, როგორი იქნება… მგონი, სასიკეთო პირი არ უჩანს…”