20 აპრილი, 2018

ქართველების ფურორი უკრაინაში

ქართველების ფურორი უკრაინაშიუკრაინის ქალაქ ლვოვში საერთაშორისო ფესტივალი “open life” მიმდინარეობს, რომელშიც 5 ქვეყანა და უკრაინელი მომღერლები მონაწილეობენ.

ქართველებმა უკრაინაში ნამდვილი ფურორი მოაწყვეს. ნატალი ვეფხვაძემ, მარიამ კაპანაძემ, ნინო ასლამაზიშვილმა და ბაჩო მარგველაშვილმა ზედიზედ სამი სიმღერა შეასრულეს, ხანგრძლივი უწყვეტი ტაში და ოვაციები დაიმსახურეს და მაყურებელი და ორკესტრი ფეხზეც წამოაყენეს.

გიგა სოფრომაძე:

“უკრაინა, ქალაქი ლვოვი.
საერთაშორისო ფესტივალი “open life”.
მონაწილე 5 ქვეყანა და უკრაინელი მომღერლები.
შესასრულებელი 30 ნომერი, აქედან 28 ნომერი ლვოვის თეატრის ორკესტრის აკომპანიმეტით.

საქართველოს წარმომადგენელი კვარტეტი, მხოლოდ ფანდურით და ორი სიმღერით.. და გამოხმაურება:
ბისი – მხოლოდ საქართველოს
ერთზე მეტი (ზედიზედ სამი) სიმღერა – მხოლოდ საქართველოს
ფეხზე ამდგარი (თან ორჯერ) ლვოვის თეატრის ორკესტრი და მაყურებელი – მხოლოდ საქართველოს
5 წუთიანი უწყვეტი ტაში და ოვაციები – მხოლოდ საქართველოს

დღეს ყველაზე ამაყები და ბედნიერები ვიყავით, რომ ამ ყველაფრის ყურება ადგილზე შეგვეძლო…

მარიამ, ნინო, ნატალი, ბაჩო, მადლობა ამ მონდომების, ხარისხის, ჩვენი ქვეყნის კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენისა და იმ დიდი ემოციებისთვის, რაც თქვენმა შესრულებამ განგვაცდევინა ყველა მაყურებელს.

და მადლობა თქვენ ქალბატონო მარინა (მამულია), იმ შრომისათვის, რასაც ასეთი შედეგების მისაღწევად ეწევით.”