9 აპრილი, 2018

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი დიდი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობსსულ მალე ფრანკფურტში ქართული დამწერლობის გამოფენა გაიხსნება, სადაც სხვადასხვა უნიკალურ ექსპონატებთან ერთად პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული იქნება წარმოდგენილი.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ეს შესანიშნავი ხელნაწერი, ერთმა ოქრო გოგომ ირა ჭელიძემ საოჯახო რელიქვიებში აღმოაჩინა, მეუღლის მამას პოეტ გივი გეგეჭკორს ეკუთვნოდა, სახლში ჰქონდა, მაგრამ დიდხანს გულმა არ მოუთმინა და მუზეუმში მოიტანა…. ამით ხელნაწერი გარდაუვალ გაფუჭებას გადაარჩინა, მუზეუმის კოლექცია გაამდიდრა და წინაპრის ხსოვნას საქმით მიაგო პატივი. ხომ ხედავთ ერთმა კარგმა ამბავმა რამდენი კეთილი შედეგი დადო.

ეს ხელნაწერი დაწვრილებით შევისწავლეთ, სავარაუდოდ მე-19 საუკუნით თარიღდება, მინიატურულია და არაკანონიკურ ლოცვებსაც შეიცავს, მაგალითად “ფიქრის ლოცვას”. ამით ის უნიკალურობას იძენს და მეცნიერებისათვის უფრო საინტერესო ხდება!

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ფოტოგრაფმა ფრანკფურტის ფოტოსესიისათვის მოამზადა და საბოლოოდ ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ ახლა კატალოგის ყდაზე ვფიქრობთ მის მოთავსებას….

ასე რომ, ეს პატარა კრებული მალე ევროპას მოხიბლავს და ჩვენი დიდი სამწერლობო ტრადიციების შესახებ თავის წილს მოუთხრობს.”

პოეტ გივი გეგეჭკორის კრებული ჩვენი დიდი სამწერლობო ტრადიციების შესახებ ევროპას მოუთხრობს