28 აპრილი, 2018

ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხე საფრთხეშია

ფიტარეთის მონასტერი და ხულუტის ციხე საფრთხეშია– საფრთხის ქვეშაა ხრამის ხეობა, თეთრიწყაროს რაიონში, მისი უნიკალური ძეგლები – ფიტარეთის მონასტერი, ხულუტის ციხე, შეუსწავლელი VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ნამოსახლარები და უნიკალური ბუნება! – ამ განცხადებას დარეჯან ბრეგვაძე აკეთებს:

“ოკუპანტი “არემჯის” (RMG Gold) მორიგი სამიზნე “ბნელი ხევი”!

საფრთხის ქვეშაა ხრამის ხეობა, თეთრიწყაროს რაიონში, მისი უნიკალური ძეგლები – ფიტარეთის მონასტერი, ხულუტის ციხე, შეუსწავლელი VIII-IX საუკუნეების ეკლესია, ნამოსახლარები და უნიკალური ბუნება!

თუ არ შევაჩერებთ “ბნელ ხევში” ოქროს მოპოვებით სამუშაოებს, არემჯი კვლავ გააგრძელებს ხეების ჭრას და დაიწყებს აფეთქება-ბურღვით სამუშაოებს, რაც გამოიწვევს ძეგლების დაზიანებას, ტყეების განადგურებას, მოიწამლება და დაბინძურდება გარემო მძიმე ლითონებით (ტყვია, კადმიუმი, თუთია…), დაბინძურდება წყლები და შესაბამისად საფრთხე შეექმნება რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ადამიანებს!

ამ სილამაზეს ვეღარასოდეს ვიხილავთ! მთების ნაცვლად კი არემჯი დაგვიტოვებს უზარმაზარ ღრმულებს!

P.S. ეს არის ვაჟა ქურდიანის მიერ შარშან გადაღებული ფოტოები, სამწუხაროდ, არემჯიმ უკვე მოასწრო ჭალის და ტყეების ნაწილის განადგურება.”