მუხრან მაჭავარიანი ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული და სამართლიანი პოეტია. სამშობლოს და თანამემამულეების პრობლემები მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, ამიტომაც არის, რომ მისი ლექსები ყველაზე მართალია.
“- ნუ იპარავ, ნუ იბოზებ! –
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რო მოიქცე, –
მუცელს რითი ამოივსებ?!
ამ კითხვაზე (ნურვის უკვირს, –
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი, –
რომ ღიმილი არის მხოლოდ.”