1 აპრილი, 2018

ნიკო გომელაური პირველ აპრილზე

ნიკო გომელაური პირველ აპრილზედღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია – ყოველი წლის პირველ აპრილს ქართველები ცდილობენ ერთმანეთი მოატყუონ.

ნიკო გომელაური ლექსებს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე წერდა, ამიტომ რისი პოეტი იქნებოდა, პირველი აპრილისთვის ლექსი რომ არ მიეძღვნა:

“საქართველო ღვთისმშობლის ადგილია,
ხალხი ირგვლივ გასაოცრად თბილია,
შედარებით ჩვენთან ყველა ტილია,
ქვეყნად ულამაზესი მარტვილია.
ბუმბერაზი პოეტია ილია,
ქართვლის ძუძუ, ხომ ყველაზე ტკბილია,
პეტრე დიდი ვისი გაჩენილია?
– საქართველოს საამაყო შვილია!
აქ ღალატი, შუღლი უცხო ხილია,
მამაკაცი ქალის მიმართ ფრთხილია,
მერე რა, რომ ქვეყანა დაშლილია.
ეს, ხომ მესამე ძალის გათვლილია
საუკუნის პროექტი გაშლილია,
შორით მოსჩანს, ეს ნავთობის მილია,
მსოფლიო დემოკრატების წვლილია
– აფხაზეთი კვლავ ჩვენი ნაწილია!
P.S. რაც გინდა თქვი – ასე, რა ადვილია,
ჩვენთან მუდამ პირველი აპრილია.”