25 აპრილი, 2018

მუსიკალური ალბომი ბაჩი ქიტიაშვილის ხსოვნისთვის

მუსიკალური ალბომი ბაჩი ქიტიაშვილის ხსოვნისთვისროკ მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი მძიმე სენით 2 წლის წინ გარდაიცვალა. მუსიკოსი და მისი მიერ დაარსებული ჯგუფი “ბერმუხა” იყო პირველი, ვინც საქართველოში როკ-მუსიკა ააჟღერა.

ბაჩი ქიტიაშვილის შემოქმედების მოყვარულებმა გადაწყვიტეს, მისი სახელის უკვდავსაყოფად სპეციალური ალბომი ჩაწერონ.

გიორგი იობაშვილი:

“დავიწყეთ ჯგუფ “ბერმუხას” თრიბიუთ ალბომის აქტიურად ჩაწერა… ალბომში იხილავთ როგორც “ბერმუხას” ძველ წევრებს, ასევე სხვადასხვა ქართველ მუსიკოსებს… ძველი თუ ახალი თაობიდან… ასევე ალბომში შევა ყველა იმ კომპოზიციის განახლებული ვარიანტი, რაც კი სხვადასხვა დროს სრულდებოდა ჯგუფის შემოქმედებაში…

ერთი თხოვნა მაქვს ყველა ჩემს მეგობართან, თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანთან… არასდროს მსგავსი თხოვნა არავისთან მქონია… გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ წამოწყებას და პროექტს… გაზიარებით და თანადგომით… ეს ყველაფერი ყველანაირი ფინანსური დაინტერესების და ანგარების გარეშე კეთდება… იმისთვის, რომ არ დაიკარგოს იმ ჯგუფის შემოქმედება, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა საქართველოში როკ მუსიკის შემოტანის და განვითარებისთვის…

დიდი მადლობა ყველას. პროექტი ეძღვნება ბაჩი ქიტიაშვილის მარადიულ ხსოვნას.”