21 აპრილი, 2018

მასტერის სიკეთე

მასტერის სიკეთე– ეს არ არის სიკეთის აფიშირება, – ამბობს რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი და დედასთან ერთად მიღებული ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

“ამ პიანინოზე ჯერ კიდევ დედაჩემი უკრავდა ბავშვობიდან, ის მისმა ძვირფასმა პაპამ, ოთარ ძიძიშვილმა მოსკოვიდან ე.წ “სპეც-შეკვეთით” ჩამოუტანა საჩუქრად.

ამ პიანინოსთან გაიარა ჩემი ადრეული ბავშვობის მელოდიებმაც და დღემდე ჩემი სახლის მისაღებ ოთახს ამშვენებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ პიანინოსთან შეხება ბოლო ხანებში აღარ გვიწევდა, მე და დედამ გადავწყვიტეთ, ინსტრუმენტი ევგენი მიქელაძის მუსიკალური სასწავლებლისთვის გადაგვეცა.

ეს არ არის სიკეთის აფიშირება, უბრალოდ მინდა ჩავიფიქრო, რომ ამ ინსტრუმენტზე მრავალი ახალგაზრდის ნიჭი წარმოჩინდეს და ბევრი ძლიერი მუსიკოსი გაიზარდოს.”

მასტერის სიკეთე