5 აპრილი, 2018

ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე

ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე დაუკრავსქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია მთელს მსოფლიოში. მისი კონცერტები სრული ანშლაგებით მიმდინარეობს და აღფრთოვანებული მაყურებელი მუსიკოსს ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით აჯილდოვებს.

სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე მიიწვიეს. ქართველი მევიოლინე მსმენელის წინაშე სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად წარსდგება, რომელსაც კარინა კანელაკისი უდირიჟორებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის პრემიის კონცერტს ქალი უდირიჟორებს.