5 აპრილი, 2018

ჯანო იზორია: “ამას უსიყვარულობა ჰქვია”

ჯანო იზორია მალთაყვის სანაპიროზე დადგმულ ძეგლს აკრიტიკებსმსახიობი ჯანო იზორია თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. ხელოვანს გულს სტკენს უსიყვარულობა და ქვეყნის მიმართ ადამიანების უპატივცემულობა.

მსახიობი ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე განთავსებულ ქანდაკებას აკრიტიკებს და გულისტკივილით აცხადებს, რომ ქალაქში ჩასული უცხო ადამიანების დასაცინი ფოთს არაფერი სჭირს.

ჯანო იზორია:

“ამაზე რომ რეაქცია არ ექნება დამკვეთს, შემსრულებელს და მიმღებს, იმ ქალაქის მომავალზე ცოტა ძნელია საუბარი. აი, გეკითხებით ეს რაა? ან რომელი ტურისტი, ან მოქალაქე უნდა აღფრთოვანდეს ამის ნახვის შემდეგ….

არა, თქვენ ზოგიერთები დიდი ხანია აღფრთოვანებულები ხართ და ემსახურებით ამგვარ უმსგავსობებს, მაგრამ თაობებმა რა დააშავა, ამას რომ უტოვებთ სხვის დასაცინად….

მგონი თქვენ ან გემოვნებაში დაგენ..ათ ან ჯიბე ჩაიკერეთ ჯიბეში. ეს რაა???

პ.ს ამას ზუსტად იმ გულის ტკივილით ვწერ, როდესაც უცხო ადამიანები ჩამოსულები ხარხარით, სიცილით თუ დაცინვისაგან იგუდებოდნენ… როცა ეს იხილეს… ამას უსიყვარულობა ჰქვია, აი, ამას.”