23 აპრილი, 2018

იცით როგორი იყო ფიროსმანის მარგარიტა?

იცით როგორი იყო ფიროსმანის მარგარიტა?წელს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება და მხატვარის მიმართ ინტერესი არ ნელდება.

ალბათ ბევრმა იცის, რომ მისი საყვარელი ქალი – მსახიობი მარგარიტა დე სევრი კაფე შანტანის მომღერალი და მოცეკვავე იყო.

სწორედ მარგარიტა ითვლება მხატვრის ერთადერთ სიყვარულად. ამბობენ, რომ ფიროსმანმა თავისი საყვარელი ადამიანი მუშთაიდის ბაღში ნახა და ერთი ნახვით შეუყვარდა.

ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მარგარიტა იმყოფებოდა, ურმები გამოჩნდა. ისინი უთვალავი წითელი ვარდით იყო სავსე. ურმების ქარავანს კი გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა.

სამწუხაროდ, ნიკალას სიყვარული უიღბლო აღმოჩნდა. მხატვარს საყვარელი მარგარიტა მხოლოდ ტილოზე შემორჩა. 1969 წელს კი, როდესაც ფიროსმანის ნახატები ლუვრში გამოიფინა, ექსპოზიციას მარგარიტა ესტუმრა და თავის პორტრეტთან ფოტოც გადაიღო.

ნამდვილი მარგარიტა (მარცხნივ) თავის პორტრეტთან

იცით როგორი იყო ფიროსმანის მარგარიტა?