20 აპრილი, 2018

ასე დაიწერებოდა გალაკტიონ ტაბიძის “მე და ღამე” XXI საუკუნეში

ასე დაიწერებოდა გალაკტიონ ტაბიძის "მე და ღამე" XXI საუკუნეში“ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება,” – ალბათ ყველამ იცით გალაკტიონ ტაბიძის ეს არაჩვეულებრივი ლექსი.

თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა XXI საუკუნეში დაწერილი “მე და ღამე”?

ოპერის მომღერალმა გიორგი ონიანმა ლექსის ორიგინალური ვერსია შექმნა:

“ახლა, როცა ამ სტატუსს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
ფეისბუკის გადამკიდე თვალს რული არ მეკიდება,
სულ მკიდია გარეთ მზეა, თუ დამნათის სავსე მთვარე,
ჩვენ სამნი ვართ ქვეყანაზე: ფეისბუკი, მე და ღამე.”