Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

არავითარი /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! – მუხრან მაჭავარიანი

30 აპრილი, 2018

არავითარი  /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! - მუხრან მაჭავარიანიარავითარი
/უმცირესიც/
აღარ მაქვს ეჭვი!
პირწავარდნილი
ვყოფილვარ
ლენჩი! –
იმნაირ კაცში, –
ისეთ კაცში
შევცდი მე ერთში, –
შეცდენას მასში, –
შევმცდარიყავ
მერჩია,
ბევრში!
შევცდი?!-
კი! –
შევცდი!
დასტურ,-შევცდი!
და რადგან შევცდი, –
გული მე თავზე მომდის ჩემზე
სხვას
ვის
რას
ვერჩი! –
გულს ვკიცხავ ჩემსას, –
შტერმა რატომ არ მიყო რეჩხი! –
ამისთანაში,
რას მერჩოდა,
რო მდურთა
დღეში?!