29 აპრილი, 2018

უცნობი უიტნი ჰიუსტონი

უცნობი უიტნი ჰიუსტონიმსოფლიო ლეგენდის უიტნი ჰიუსტონის ფენომენი ამ დრომდე ამოუხსნელია. მისი უძლიერესი ხმა და საოცარი სიმღერები კვლავაც მრავალრიცხოვანი მსმენელის რჩეულია. ჰიუსტონის შემოქმედებაზე თაობები იზრდებიან.

მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, რეჟისორებმა არაერთი ფილმი გადაიღეს უიტნის მეგობრების, კოლეგების, ოჯახის წევრების და გულშემატკივრების მონაწილეობით.

6 ივლისიდან კინოთეატრებში მომღერალზე გადაღებული რიგით მეხუთე დოკუმენტური ფილმი “WHITNEY” გამოვა, რომელიც ვარსკვლავის ცხოვრების უცნობი და მნიშვნელოვან საკითხებს მიეძღვნება.

– თქვენ არ იცით მისი ისტორია მანამ, სანამ არ გაიგებთ სიმართლეს, – ასეთია ფილმის შემქმნელების მთავარი გზავნილი მსოფლიო მაყურებლისთვის.