6 აპრილი, 2018

რეზო გაბრიაძე ქუთაისში სიურპრიზით ბრუნდება

რეზო გაბრიაძე ქუთაისში სიურპრიზით ბრუნდებასცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძე მშობლიურ ქუთაისში სიურპრიზით ბრუნდება.

ხელოვანი ერთგულ მაყურებელს 3 მაისს თეთრ ხიდზე წარუდგენს სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს სახელწოდებით „ჰარი-ჰარალე, დედაო!“

ეს არის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც გადაღებულია რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით.

სწორედ 3 მაისს ქუთაისში თეთრ ხიდზე შედგება საპრემიერო ჩვენება საქართველოში, 6 მაისიდან კი ფილმის ნახვა გაბრიაძის თეატრში იქნება შესაძლებელი.