6 აპრილი, 2018

ნიკო გომელაური ქრისტეზე

“ღმერთს არ სცალია თავში რომ გვირტყას, რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია,” – პოეტისა და მსახიობის ნიკო გომელაურის ლექსი ქრისტეზე ყოველდღე წასაკითხია:

“ღმერთს არ სცალია თავში რომ გვირტყას
რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია,
გულმოწყალეა, დაგვიგდებს სიტყვას
უცოდველობით გადამთვრალია…
ჩვენ კი გვცალია, რომ ვიმეტიჩროთ
ჩვენგან რა მიდის, რა გვენაღვლება?!
სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ?!
უკვე შეირჭო ცოდვის ამღებმა…
შენ ხომ გადარჩი?! მე ხომ გადავრჩი?!
ვინღა დაეძებს სულებს ნაქურდალს..
მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,
მაგრამ მთის თავში თურმე დახურავს…
შენ ხომ გადარჩი?! მე ხომ გადავრჩი?!
ღადავ–ღადავში… ღადავ–ღადავში…”