26 აპრილი, 2018

ნატო ვაჩნაძის სიცოცხლის ბოლოს დაწერილი მოგონება

ნატო ვაჩნაძის სიცოცხლის ბოლოს დაწერილი მოგონებაქართული კინოს მშვენება ნატო ვაჩნაძე საკუთარ დაბადების დღეზე ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი კინომსახიობი გახდა და ქალაქშიც დასახლდა, მას მაინც ყოველთვის თავისი სოფელი ენატრებოდა. სწორედ თავის სოფელს მიუძღვნა სიცოცხლის ბოლო წელს დაწერილი ბავშვობის მოგონება:

“საკმარისია, ოდნავ ფიქრებს მივცე თავი, სადაც არ უნდა ვიყო, ისევ თვალწინ მიდგას და თითქმის შევიგრძნობ სოფლის ფერებს, გაზაფხულის გრილ ჰაერს, ზაფხულის დღეების მცხუნვარებას.

როცა მრავალი წლის შემდეგ, კვლავ მოვხვდები ხოლმე მშობლიურ მიწა-წყალზე, ჩემს არსებაში მყისვე ცოცხლდება ის რიტმები, ხმები, სიმღერები, რითაც სავსე იყო ჩემი მოგონება მშობლიურ სოფელზე. თითქოს აქედან არასოდეს არ გავმგზავრებულვარ, მუდამ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა…

მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას.”