წალენჯიხაში მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლის – ლევან დადიანის აკლდამის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ლევან დადიანის ეკვდერს უკვე ესტუმრნენ ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ეპიგრაფიკოსები, ხელოვნების სასახლის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები.
წალენჯიხაში არსებული უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი, რომელიც წლებია უმძიმეს მდგომარეობაშია, მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით აღდგება.