კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი თავის პირად ნივთებს ყიდის. ეს გადაწყვეტილება შემოქმედმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის მიიღო.
სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, გურამ დოჩანაშვილი საქველმოქმედო აუქციონში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვა ცნობილი პიროვნებების პირად ნივთებთან ერთად გასაყიდად საკუთარ ხელნაწერს გაიტანს.