10 აპრილი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი: “ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!"ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მესვეურებს მიმართავს და მათ დიდი მაესტროს სახელის შემარცხვენელებს უწოდებს:

“ადამიანობა და კულტურა დაკარგული გაქვთ საერთოდ?! ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!”

ანიტას გაბრაზება ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორის ნინო ნახუცრიშვილის განცხადებამ გამოიწვია:

“მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის, განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი ჩვენს კოლეგა მუსიკოსებს, რომელთაც იმ ორგანიზაციაში უწევთ მუშაობა, სადაც ასეთ საქციელს გამართლება აქვს!!!

ჰამბურგიდან დაბრუნებულს დამახვედრეს ინფორმაცია, რომ ელბფილარმონიიდან ფოსტით გამოგზავნილი ინსტრუმენტების ქირავნობის ორიგინალი საბუთი საქართველოს ფოსტამ შემთხვევით სხვა მისამართზე მიიტანა – ასევე აღმაშენებლის გამზირზე… გასაკვირი არაა, ვინაიდან ჩვენი უსახლკარობიდან გამომდინარე ვეღარ გაიგეს სადაა ეროვნული მუსიკალური ცენტრი…

წერილი ჩაუბარებიათ, დაგვირეკეს მოაკითხეთო და, აი, ასეთ მდგომარეობაში გადმოგვცეს!!!

ამას სიბოროტე აღარ ქვია – ეს კრიმინალია!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!"