Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წაგიკითხავთ პაოლო იაშვილის წყევლა?

29 აპრილი, 2018

წაგიკითხავთ პაოლო იაშვილის წყევლა?ამბობენ, წყევლა მხოლოდ ქალებმა იციანო, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა მართალი. ცისფერყანწელმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თავისი წყევლა ლექსად დაგვიტოვა:

“დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით.

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელ პირის
მოკარებით.

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯად
გადაგვარებით.”