Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცეკვა დაბერების პროცესს აფერხებს

11 აპრილი, 2018

ცეკვა დაბერების პროცესს აფერხებსცეკვა ზოგისთვის გართობაა, ზოგისთვის ენერგიის დახარჯვის საუკეთესო საშუალება, ზოგისთვის კი – საყვარელი საქმე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ცეკვა დაბერების პროცესს აფერხებს.

წლების მატებასთან ერთად ადამიანები სულ უფრო ნაკლებად შრომისუნარიანები ხდებიან და მათი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის კლების გამო, არც თუ იშვიათად ალცჰაიმერის დაავადების განვითარების საშიშროების წინაშე დგანან.

სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ, უცხოელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუკი ასაკოვანი ადამიანები სისტემატურად მცირე ვარჯიშებს მაინც შეასრულებენ, შეუძლიათ ტვინში დაბერების პროცესის ნიშნები შეცვალონ, ამ პროცესში კი ყველაზე დადებითი და დაუჯერებელი შედეგი ცეკვებს აქვს.