Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველების ფურორი გერმანიაში

ქართველების ფურორი გერმანიაშიგერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ელბფილარმონიაში შეკრებილი მსმენელის წინაშე ქართული სამუსიკო ხელოვნება მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა.

მსმენელისთვის დაუკრა ინგოლშტადის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა, სოლისტების ამპლუაში წარსდგნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, იმღერა ანჩისხატის გუნდმა. სპეციალურად ელბფილარმონიისთვის პირველად მომზადდა ქართული ფილმების პროგრამა.

მარიკა ლაფაური:

“ზურას დოლმა დაგლიჯა! ძალიან კარგი კონცერტი ჩაატარა ინგოლშტადის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა. ჩემთვისაც: თითქოს ძველი, კარგად ნაცნობი ნაწარმოებები, ცინცაძის, აზარაშვილის, ნასიძის, ახლა “ახალი ყურით მოსმენილი” – მშვენიერი პროგრამა იყო!”