Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანის დახატული სულ სხვანაირი აღდგომა

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა?მღებავი ნიკალა – ასე უწოდებდნენ ნიკო ფიროსმანაშვილს და მხატვრად არც კი აღიქვამდნენ, სანამ მისი ნამუშევრებით უცხოელი მხატვრები არ დაინტერესდნენ.

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა? – ალბათ გინახავთ ქალი სააღდგომო კვერცხებით, ან ცხვარი, წითელი კვერცხი და პასკა, თუმცა მამუკა ნაცვალაძე აღდგომას ნიკალას სულ სხვა ნამუშევრით გვილოცავს:

“ეს “მღებავი” ნიკალას დახატული აღდგომაა, გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ნიკალას მხატვრად მხოლოდ ვიწრო პროფესიული საზოგადოება თუ აღიქვამდა.

მიხეილ ჭიაურელის კარიკატურამ, ცალსახად დაცინვად რომ მიიღო, მთლიანად დაანგრია სულიერად, საზოგადოებას პროტესტი გამოუცხადა და ყველას და ყველაფერს განერიდა…

ჰოდა, აბა რა გასაკვირია, რომ სარდაფში (და არა კიბის ქვეშ) გარდაცვლილი ფიროსმანი ბედნიერ ქართველობას არც მოუსაკლისებია…

ფაქტია, ფიროსმანი მხოლოდ მას შემდეგ გახდა პოპულარული, უცხოელი მხატვრები რომ დაინტერესდნენ… 1968 წელს მისი სურათები ლუვრში გამოიფინა…

ლუვრიდან იწყება ასი წლის წინ აღდგომის ღამეს გარდაცვლილი ნიკალას აღდგომა…

გილოცავთ, ქრისტე აღსდგა!”

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა?