Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“საშიში დედა” და “დედე” პეკინში 4 მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ

22 აპრილი, 2018

"საშიში დედა" და "დედე" პეკინში 4 მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 მთავარი ჯილდო მოიპოვეს.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ქართველი რეჟისორების ნამუშევრები ჟიურის ფავორიტები გახდნენ.

ანა ურუშაძის და მარიამ ხაჭვანის ფილმებმა პირველობა არავის დაუთმეს და პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს.