Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საპოვნელა – მარიკა ბარათაშვილი

18 აპრილი, 2018

საპოვნელა - მარიკა ბარათაშვილიოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან “საპოვნელას”.

შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე,
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს – რამე ნივთებს,
ევედრება: “საპოვნელა, მაპოვნინე!”

მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა.
ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.