Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ იოსელიანის მთავარი სატკივარი

26 აპრილი, 2018

ოთარ იოსელიანის მთავარი სატკივარირეჟისორი ოთარ იოსელიანი 84 წლისაა და საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება დაუგროვდა.

განვლილი ცხოვრების შეფასებისას რეჟისორი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანების ურთიერთობის სახეცვლილებაზე წყდება გული:

“ძალიან მტკივა გული, რომ მშვიდად ცხოვრების შანსი ხელიდან გავუშვით – დაგვეხატა აკვარელში, დაგვეკრა ფორტეპიანოზე, გვეწერა დღიურები, მიგვეღო სტუმრები, მოგვეწყო პიკნიკები…

ვერაფრით გამიგია, რატომ არ გვყოფნის ამისთვის დრო? რატომ არ შემიძლია მივიდე მეგობართან სტუმრად წინასწარი სატელეფონო გაფრთხილების გარეშე და თან დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი ნახვა გაახარებს? განა რით ვართ უფრო მნიშვნელოვანით დაკავებულები ადამიანები?

პუშკინი, მუსორგსკი, მაიკოვსკი მუდმივად მუშაობდნენ, მაგრამ მათ რჩებოდათ დროს ადამიანებთან ურთიერთობისთვის, გართობისთვის, ბოჰემური ცხოვრებისთვის, ლოთობისთვისაც კი.

შემდეგ კი ამ თავხედმა ედისონმა ყველაფერი გააფუჭა – გრამოფონი, ნათურა, ტელეფონი – ეს საშინელი გამოგონებებია. მათ ჩვენი დრო შეჭამეს. ჯერ კიდევ მახსოვს ის დრო, როცა წერილებს ვწერდი და აჩუქარებლად, მშვიდად ვმუშაობდი, თუმცა წავედი დასავლეთში და ჩემი დღეები, წლები თუ დრო თვალსა და ხელს შუა გაილია.”