Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნატალია ქუთათელაძე: “სამარცხვინო მდგომარეობაა ქვეყანაში!”

22 აპრილი, 2018

ნატალია ქუთათელაძე: "სამარცხვინო მდგომარეობაა ქვეყანაში!"ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე პოლიტიკაზე არასდროს საუბრობს, მაგრამ არ შეუძლია ჩუმად იყოს მაშინ, როცა ქვეყანაში სამარცხვინო მდგომარეობაა და ვიღაცეები შავკანიანს ჩოხაში გამოწყობაზე და ქართველზე დაქორწინებაზე გაუთავებლად კიცხავენ.

ნატალია ქუთათელაძე:

“ჩოხიანი ვაჟკაცები არ არიან დღეს ცემით რო აშტერებენ ქართველ ქალებს? ყელს ჭრიან შვილის თანდასწრებით? აბორტებს უკეთებენ გოგოს ყოლის შემთხვევაში?

მთელი საქართველო ემიგრანტადაა გაქცეული და თვითონ წამოწოლილები მორალზე გველაპარაკებიან?! სანამ სხვას გაკიცხავთ, ჯერ ჩვენსას მოვუაროთ და ჩვენსას მივხედოთ, ამისთანა უსაფუძვლო სიამაყე და სიბეცე რის ხარჯზე მოდის ვერ ვხვდები…

სამარცხვინო მდგომარეობაა ქვეყანაში განათლებაში, მედიცინაში, ყველა სფეროში კრახს განვიცდით და თურმე ერთი შავკანიანის ჩოხაში ხელის გაყოფამ წნევა უნდა აუწიოს ნახევარ საქართველოს.

სიბეცე და სიშტერე სწორედ ეს არის!”