Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოუსმინეთ რას გვთხოვს გურამ დოჩანაშვილი

16 აპრილი, 2018

მოუსმინეთ რას გვთხოვს გურამ დოჩანაშვილიმწერალი გურამ დოჩანაშვილი ქართველებს თხოვნით მიმართავს.

სპეციალურად ჩაწერილ ვიდეომიმართვაში შემოქმედი თავის მკითხველს მოუწოდებს, რომ დაიცვან ქართული ენა ბარბარიზმებისგან და ისაუბრონ ქართული სიტყვებით.

გურამ დოჩანაშვილი:

“ბარბარიზმი ახსნილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, რომ ეს არის უცხო სიტყვების გამოყენება საჭიროების გარეშე.

ქართულად ყველაფერი გამოითქმის რამდენიმე უმნიშვნელო სიტყვის გარდა, როგორიც არის ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი და რაღაც მაგდაგვარები…”