Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მონა ლიზას” საიდუმლო ამოხსნილია

18 აპრილი, 2018

"მონა ლიზას" საიდუმლო ამოხსნილიალეონარდო და ვინჩის შედევრის “მონა ლიზას” საიდუმლო ამოხსნილია.

მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ საინტერესო ფაქტი გამოავლინეს. მათი მტკიცებით, “მონა ლიზას” აღქმა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ თუკი ნამუშევარს უყურებთ და მონა ლიზა გიღიმით, ე.ი. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. ხოლო თუკი მოწყენილი გეჩვენებათ, ეს თქვენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

– თუ პირველ შემთხვევაში ნამუშევარს შეხედავთ საყვარელ ადამიანთან ჩხუბის შემდეგ, მეორე შემთხვევაში კი მას ლუვრში დააკვირდებით, აშკარად იგრძნობთ სხვადასხვა ემოციებს, – ამტკიცებს ერთ-ერთი მკვლევარი ერიკ სიგელი.

კალიფორნიელი მეცნიერების კვლევის თეორიის თანახმად, ტვინს შეუძლია მომავლის პროგნოზირება, რისთვისაც წარსულის გამოცდილებას იყენებს და სწორედ ასე განსაზღვრავს რა ელოდება ადამიანს მომავალში.

კვლევაში 50-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყოველმა მათგანმა ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” განსხვავებულად აღიქვა.

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ვართ ჩვენი ემოციების არქიტექტორები. ჩვენი ტვინი პროგნოზებს აკეთებს იმაზე, რაც მომავალში უნდა დავინახოთ და ამისთვის ინფორმაციას ჩვენი შინაგანი სამყაროდან იღებს, – განაცხადა ერიკ სიგელმა.