Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა

10 აპრილი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაამოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრს 18 აპრილს უსრულდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 14-18 აპრილის ჩათვლით გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების შოუ ქეისი, რომელთაც საზღვარაგარეთიდან ჩამოსული პროდიუსერები, სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრებიან.

შოუ ქეისზე წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრის 10 სპექტაკლი: „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), „ბილოქსი ბლუზი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), „რწყილი და ჭიანჭველა“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), „წითელქუდა“ (რეჟისორი ოთარ ბაღათურია), „EVANGELION“ (რეჟისორი და ქორეოგრაფი გია მარღანია), „ღამე და თუთიყუში” (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), „სევილიელი დალაქი“ (რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი), „ირინეს ბედნიერება“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), „სეილემის პროცესი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი).

საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან სტუმრები გერმანიიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

საიუბილეო კვირეული 14 აპრილს დაიწყება. მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში 12 საათზე გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული აფიშები და სახელგანთქმული ქართველი მხატვრების ესკიზები, რომლებმაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის ეპოქა შექმნეს.

18 აპრილს საიუბილეო კვირეულის დასკვნით დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება საიუბილეო საღამო. ამავე დღეს შედგება ალბომის „მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90″ პრეზენტაცია.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას.

საიუბილეო კვირეულის სპონსორები არიან ქინძმარაულის მარანი, პარფუმერულ მაღაზიათა ქსელი „ვულე-ვუ“.