Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად – მურმან ლებანიძე

19 აპრილი, 2018

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად - მურმან ლებანიძე მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
ვმღერი ქართულად.
მადლობა ღმერთს, ნება დართულად.
შანსი მქონია, არ მომირთხამს
ფეხი თათრულად.
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს. ეგეც ქართულად.
და კი ბატონო, თარგმნეთ რუსულად, თარგმნეთ სპარსულად.
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს,
მე მწამს, მე ვწერ ქართულად.
მე, ყოვლად ქართველს,
ყოველივე მიყვარს ქართული.
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.