Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოს მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაავრცელა:

”ჩემი ჭრიჭინა წავიდა! აღდგომა დღეს! ჩემი ლეილა! ნათელში იყავი საყვარელო!”

მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით ხეჩინაშვილის კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს, მოგვიანებით კი ლაზარეს სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლეილა აბაშიძის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში “ქაჯანა”, რასაც მოჰყვა ფილმები ”ჭრიჭინა”, ”აბეზარა”, ”შეხვედრა მთში”, ”შეხვედრა წარსულთან”, ”მაია წყნეთელი”, ”ხევისბერი გოჩა”… სულ მსახიობმა 30-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

მსახიობის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ ”რუსთაველის” წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.