Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემურ წიკლაურის საჩუქარი საქართველოს

თემურ წიკლაურის საჩუქარი საქართველოსმომღერალი თემურ წიკლაური ქართველებისთვის ყველაზე გემოვნებიანი და გულწრფელი მომღერალია.

მას მიაჩნია, რომ ყოველთვის უნდა იყოს იქ, სადაც მის სამშობლოს და მის თანამემამულეებს სჭირდებათ.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გვერდი ვერც თემურ წიკლაურმა აუარა და საქართველოს ტკივილიან თემას – ოკუპაციასა და სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს ემოციური სიმღერა ”ამას სჯობია…” მიუძღვნა.

სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ტექსტი პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა დაწერა, სიმღერა კი დავით უგრეხელიძის სტუდიაში ჩაიწერა.