Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას

22 აპრილი, 2018

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიასვაჟა ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის დაარსებაზე საუბარი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრემიის დაწესება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გაიწელა, კონკურეტული საკითხები ვერ ჩამოყალიბდა.

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 11 აპრილს შესაბამისი ბრძანებულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე კონკურსი გამოაცხადა. პრემიის მოპოვების მსურველთა განაცხადები პირველი მაისის ჩათვლით მიიღება.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში – პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა – უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას შთამომავალი:

“როგორც იქნა!
იდეა და მიზანი უფრო მასშტაბური გვქონდა!
ვაჟას ეროვნული პრემია ლიტერატურის დარგის მხარდაჭერისა და სტიმულირების ერთიანი სახელმწიფო პროგრამა უნდა ყოფილიყო, უფრო სოლიდური დაფინანსებით, მაგრამ ამდენი შრომის შედეგი რომ გამოვიდა ინსტიტუციური კინკლაობის სივრციდან და მზის სინათლე ნახა, მიხარია!

ძალიან მიხარია, ისე როგორც საკუთარი დაბადების დღე!
ზუსტად ისე მიხარია, როგორც ვაჟას პრემიით შემოსილ ავტორებს გაეხარდებათ ეს ჯილდო!
ისე, როგორც საკუთარი შრომის ნაყოფი!

გილოცავთ ყველას, ვინც იბრძოდით ამ შედეგისთვის!
გილოცავთ ყველას ვინც დღეს, ან ოდესმე ამ ჯილდოს ღირსი იქნებით!
… ხოოო, საყვედურებიც მაქვს, მაგრამ მერე… ამისი დროც იქნება.”