Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ გააყალბა საქართველოს ისტორია ოქსფორდის ენციკლოპედიაში?

24 აპრილი, 2018

ვინ გააყალბა საქართველოს ისტორია ოქსფორდის ენციკლოპედიაში?– ოქსფორდის ენციკლოპედიაში ჩავიხედე. ნეტა არ მენახა რა სისულელები წერია საქართველოს ისტორიაზე და ლიტერატურაზე, – აცხადებს მანანა იაშვილი:

“გუშინ ოქსფორდის ენციკლოპედიაში ჩავიხედე. ნეტა არ მენახა რა სისულელები წერია საქართველოს ისტორიაზე და ლიტერატურაზე.

პოლიტიკა ხომ გადასარევი, რაის ეროვნული მოძრაობა, რის დამოუკიდებლობის გამოცხადება. ჩვენ თურმე თურქმენეთივით გაგვაგდეს საბჭოეთის დაშლის შემდეგ. იქვე რატომღაც ნახსენებია 19 ნოემბერი. ეს რაღაა ვერ ვიხსენებ. ამ ქვეყანაში ისტორიკოსი არ არსებობს, ვინც ენციკლოპედიას შესწორებულ ვარიანტს გაუგზავნის?

ლიტერატურაზე ხომ საერთოდ, სამი კინკილა მწერალი გვყოლია და მათგან ერთი, ლაშა ბუღაძე. მესროპ მაშტოცზე, შოთა რუსთაველზე და ჩვენს მეფეებზე, თურმე ბაგრატუნებზე აღარაფერს ვიტყვი, დამაწყდა ნერვები…”