Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელდარ შენგელაია მოსკოვში დააჯილდოვეს

ელდარ შენგელაია მოსკოვში ”ნიკას” პრემიით დააჯილდოვესრეჟისორი ელდარ შენგელაია მოსკოვში დააჯილდოვეს. მისი ახალი ფილმი “სავარძელი” ნომინაციაში დსთ-ს, საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი გამარჯვებულად დასახელდა.

კინოპრემია “ნიკას” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის კიდევ ოთხი ფილმი იბრძოდა სერიკ აპრიმოვის “ზარი მამასთან”, აკტან არიმ კუბატის „კენტავრი”, იგორ კისტოლის „მაისის ბოლო დღე” და ვიტალი მანსკის “ნათესავები”.

პრემია „ნიკას” ყოველწლიურად რუსეთის კინოაკადემია გასცემს. წელს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მოსკოვში 31-ედ გაიმართა.