Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი გვარჯალაძე: “კულტურის სამინისტრო გვააქვს?”

19 აპრილი, 2018

გიორგი გვარჯალაძე: "კულტურის სამინისტრო გვააქვს?"– ჯაზ-ფესტივალზე სნუპ დოგის და ფროდიჯის ჩამოყვანა არაა კულტურის განვითარება, – ამბობს მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე.

ხელოვანი კულტურის სამინისტროსგან მუსიკალურ სასწავლებლებში ინსტრუმენტების აწყობას მოითხოვს, რადგან აშლილ ინსტრუმენტზე სწავლება დანაშაულია.

გიორგი გვარჯალაძე:

“დღეს ვიყავი ნინის (9 წლისაა) პირველ კონცერტზე მუსიკალურ სასწავლებელში (ბახტრიონზე). პლასტმასის შეკიდულ ჭერ-კედლიან სააქტო დარბაზში ალაგ-ალაგ ნახევარ-ტონით აშლილ როიალზე უკრავდნენ ბავშვები.

ნეტა რა დაუჯდება სახელმწიფოს, რომ “სახელმწიფო სასწავლებელში” ინსტრუმენტების აწყობა უზრუნველყოს რეგულარულად? შესაბამისად დაასაქმოს თავისივე მოქალაქეები, დანიშნოს ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რამეთუ აშლილ ინსტრუმენტზე სწავლება იგივეა ასოებ/სიტყვებ-შეცვლილ/გამრუდებული სახელმძღვანელოთი რომ ასწავლო ლიტერატურა… ეს მოზარდთა გემოვნების მლაშე/ამჟავებული საკვებით გამოკვებაა, ვითომც არაფერი.

ვინც მუსიკაში ოდნავ მაინც ერკვევით, წარმოიდგინეთ, რომ უკრავ და უცებ რომელიღაც კლავიში სხვა, ჰარმონიაში არ მყოფ ნოტს გამოსცემს და, რაც ყველაზე დებილობაა, ამას უნდა შეეჩვიო!

კულტურის სამინისტრო გვააქვს? ნაღდად? ჯაზ-ფესტივალზე სნუპ დოგის და ფროდიჯის ჩამოყვანა არაა კულტურის განვითარება, აი, იქედან იწყება ზემოთ რაც დავწერე…”